კომპანია, რომელიც ხევი-უბისას გზას ააშენებს
E60 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი მონაკვეთის, ხევი-უბისას გზის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში კომპანია “Hunan Road and Bridge Construction Group“ -მ გაიმარჯვა. კომპანია ბაზარზე 64 წელია ოპერირებს. კომპანიის პროექტები აერთიანებს 330 კილომეტრის ხიდებს, 4000 კილომეტრის გზებსა და 167 მეტრი სიგრძის გვირაბებს.

აღნიშნულ კომპანიასა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. პროექტი, ხევი-უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე, ოთხზოლიანი გზის, 35 ახალი ხიდისა და 18 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს.
წყარო: bm.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები