ელექტროენერგეტიკული ბაზრის კომერციული ოპერატორის მონაცემებით,
მიმდინარე წლის ოქტომბერში,
2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ელექტროენერგიის მოხმარება
1.4%-ით გაიზარდა და 977.904 მლნ კვტ.სთ შეადგინა.
გარდა ამისა, 2018 წლის იანვარ-ოქტომბრის ჯამური მაჩვენებლის (10947.3
მლნ კვტ.სთ) მიხედვით, ელექტროენერგიის მოხმარება გასული წლის
ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან (10541.2 მლნ კვტ.სთ) შედარებით,
3.7%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება საქართველოში ელექტროენერგიის გენერაციას, ესკო-ს
სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ოქტომბერში, ელექტროსადგურებმა
ჯამურად 782.89 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, რაც გასული
წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 5.5%-ით ნაკლებია.
წყარო: bm.ge