სიახლე
სანდრო ეულის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, კაფე „სტრადასთან“ ცოტა ხნის წინ სროლა იყო. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ახალგაზრდა მამაკაცს თავდამსხმელმა პისტოლეტიდან ესროლა.
როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა წერს, იგი მომხდარს შეესწრო. მისი თქმით, ახალგაზრდას პარკინგის ტერიტორიიდან ესროლეს.

„აი, ახლა, სულ ნახევარი საათის წინ, რესტორან "სტრადაში" ყავის სმისას "გაგებით მოსაკიდებელ" კიდევ ერთ შემთხვევას შევესწარით - იმავე ვერანდაზე, მეზობელ მაგიდაზე მჯდომ ახალგაზრდებს ვიღაცამ (ან ვიღაცებმა) იქვე მდებარე პარკინგის ტერიტორიიდან იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს - შუა ქალაქში, დღისით-მზისით.

როგორც მინიმუმ, ერთი ახალგაზრდა დაიჭრა. უამრავ ხალხში, ვისითაც სავსე იყო ვერანდა, საბედნიეროდ ყველა დანარჩენი სასწაულებრივად გადარჩა ამ კანონადას - 6 თუ 7 გასროლას. ესაა "თავისუფლად სუნთქვის" მეშვიდე წლისთავი და კოშმარადქცეული "ოცნების" ქაოსი უნდა დამთავრდეს“,
- წერს ნიკა რურუა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. პერიმეტრი პოლიციის ლენტითაა შემოსაზღვრული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
საპრეზიდენტო არჩევნების საკითხს საქართველოს
პარლამენტში ნაციონალურ მოძრაობის წევრ ნიკა მელიასა და პატრიოტთა
ალიანსის წევრებს, ირმა ინაშვილსა და ემზარ კვიციანს შორის
დაპირისპირება მოჰყვა.
15:11 / 12.12.2018
საპრეზიდენტო არჩევნების საკითხს საქართველოს პარლამენტში ნაციონალურ მოძრაობის წევრ ნიკა მელიასა და პატრიოტთა ალიანსის წევრებს, ირმა ინაშვილსა და ემზარ კვიციანს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
ფრანგი სამართალდამცავები უკვე რამდენიმე საათია
ეძებენ თავდამსხმელს, რომელმაც სტრაბსურგში, ერთ-ერთ საშობაო ბაზართან
ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 ადმაიანი მოკლა და 12
დაჭრა.
13:18 / 12.12.2018
ფრანგი სამართალდამცავები უკვე რამდენიმე საათია ეძებენ თავდამსხმელს, რომელმაც სტრაბსურგში, ერთ-ერთ საშობაო ბაზართან ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 ადმაიანი მოკლა და 12 დაჭრა.
ვარკეთილში გვიან ღამით ვისოლის ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს.
12:11 / 12.12.2018
ვარკეთილში გვიან ღამით ვისოლის ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს.
ერთთვიანი კომის შემდეგ ბოლნისში 13 წლის
მოზარდი გარდაიცვალა. ისმაილ ბადალოვი ოჯახის თქმით, კომატოზურ
მდგომარეობაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ იმყოფებოდა.
11:00 / 12.12.2018
ერთთვიანი კომის შემდეგ ბოლნისში 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ისმაილ ბადალოვი ოჯახის თქმით, კომატოზურ მდგომარეობაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ იმყოფებოდა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშთან, ორი ავტომობილის შედახების
შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა ხოლო დაშავდა 4 პირი, რომლებიც
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.
14:39 / 11.12.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშთან, ორი ავტომობილის შედახების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა ხოლო დაშავდა 4 პირი, რომლებიც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო
დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული
ოპერატიულ-სამძებრო
14:03 / 11.12.2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო
თბილისში, დიდუბის მეტროსთან, HONDA-ს მარკის ავტომობილმა, 6
ავტომობილი დააზიანა.
13:31 / 11.12.2018
თბილისში, დიდუბის მეტროსთან, HONDA-ს მარკის ავტომობილმა, 6 ავტომობილი დააზიანა.
სისხლიანი გარჩევა რესტორან წისქვილში -
დაშავებული მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნებიდან ერთის მდგომარეობა
უმძიმესია.
13:17 / 11.12.2018
სისხლიანი გარჩევა რესტორან წისქვილში - დაშავებული მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნებიდან ერთის მდგომარეობა უმძიმესია.
ვიდეო სიახლეები