მარნეულში, პოლიციის სამმართველოსთან სამართალდამცავთა მობილიზება ხდება
13:13 / 28.11.2018
მარნეულში, პოლიციის სამმართველოსთან
სამართალდამცავთა მობილიზება ხდება. რამდენიმე წუთის წინ, იქ
სპეციალური დანიშნულების რაზმი მიიყვანეს.
ადგილზეა სპეცტექნიკაც, მათ შორის, ორი ე.წ. კობრა.
როგორც ერთ-ერთმა სამართალდამცავმა განაცხადა, ისინი ტერიტორიაზე
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით იმყოფებიან.