არჩევნებიდან მეორე დღეს, აზერბიაჯნში დაკავებული მირტაგი ასადოვი გაანთავისუფლეს
სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ თავმჯდომარე, შეიხ მირტაგი ასადოვი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

თითქმის სამი კვირა პატიმრობაში იმყოფებოდა. მისი დაკავების ფაქტს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოეხმაურა. მათი შეფასებით, ასადოვს თავისუფლება უსაფუძვლოდ აღუკვეთეს. დაკავების რეალური მიზეზი არც ორგანიზაციებისთვის და არც ოჯახისთვისაა ცნობილი.

აზერბაიჯანის რესპუბლიკა ასადოვს წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.

ინფორმაციას გათავისუფლების შესახებ ასადოვის მეუღლე, შაჰანე ასადოვა გვიდასტურებს და რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რომ სასამართლო პროცესი აზერბაიჯანში დღეს გაიმართა და მირტაღი ასადოვის წინასწარი პატიმრობის საკითხს განიხილავდნენ. სასამართლო გადაწყევტილებით,  შეიხი მირტაგი გაათავისუფლეს.

შაჰანესთვის ჯერ კიდევ გაურკვეველი რჩება რატომ დააპატიმრეს მირტაგი ასადოვი და 30 დღიანი წინასწარი პატიმრობიდან ერთი კვირით ადრე, საქართველოში ჩატარებული არჩვნების მეორე დღს გაათავისუფლეს.

შაჰანე ასადოვას თქმით, მისი მეუღლე უკვე ოჯახთან იმყოფება და თავს ძალიან კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, მირტაღი ასადოვი შეგახსენებთ, სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ თავმჯდომარე, შეიხ მირტაღი ასადოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასაზღვრო პუნქტზე, 7 ნოემბერს დააკავეს და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში 30 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

შესაძლოა, მისი დაკავება საქართველოში შიიტი მუსლიმების უფლებების და რელიგიური კონფესიების თანაბარუფლებიანობისთვის ბრძოლას უკავშირდება.

ამავე თემაზე:

ზეწოლის ქვეშ მიცემული აღიარებითი ჩვენება - შეიხ მირტაგი ასადოვის 30 დღიანი პატიმრობა აზერბაიჯანის სასამართლომ ძალაში დატოვა

ზეწოლის ქვეშ მიცემული აღიარებითი ჩვენება - შეიხ მირტაგი ასადოვის 30 დღიანი პატიმრობა აზერბაიჯანის სასამართლომ ძალაში დატოვა

საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი აზერბაიჯანში დაკავებული მირტაგი ასადოვის შესახებ

რელიგიის სააკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე შეიხ მირტაგის დაკავების საქმის კურსში არაა

საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს უფროსი მირტაგი ასადოვი აზერბაიჯანში ამ დრომდე გაურკვეველი მიზეზით დააკავეს

"ერთი ძალის ხელში კონცენტრირებული უფლებები ახლა გადანაწილდა" - შეიხ სეიდ მირტაგი ასადოვი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები