ჰიდროცეფალიით დაავადებულ ბავშვს მედიკამენტები მხოლოდ იანვრამდე ეყოფა
38 წლის რიზვან იუსუბოვი სოფელ ზემო სარალში ცხოვრობს. მისი 2 წლის შვილი ჰიდროსეფალიით არის დაავდებული. მცირეწლოვანმა ბავშვმა დღემდე 10-მდე ოპერაცია გადაიტანა. ამჟამად მკურნალობის კურსს სახლში გადის. რიზვანის ოჯახი ხუთსულიანია, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობენ. რიზვანი უმუშევარია. გვიყვება, რომ სოციალური დახმარებით, რომელსაც იღებდა დახმარების ლიმიტი უკვე ამოწურათ. ბავშვისთვის მედიკამენტების ყიდვაც არ შეუძლია. ამიტომაც რამდენიმეჯერ შესაბამის ორგანოებს, ადგილობრივ თვითმმართველობას და ასევე დეპუტატებს დახმარებით მიმართა. ამბობს, რომ დახმარება ერთჯერადი იყო 

"მე დეპუტატებმა მითხრეს , რომ არჩევნების შემდეგ დაგეხმარებითო და მივედი მითხრეს ხვალ მოდი, ზეგ მოდი და აღარ დამეხმარნენ. ხან მითხრეს, რომ ნახევარი ვიყიდოთო და მე ვუთხარი თუ მეხმარებით ყველა წამალი იყიდეთ ბავშვისთვის. აფთიაქიდან ინვოისი წავიღე, არ დამეხმარნენ." 

იუსუბოვის თქმით, იგი 21 ნოემბერს თბილისში მდებარე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მივიდა და დახმარება სთხოვა.

„მივედი და ვუთხარი, ან ზურაბიშვილი ან ივანიშვილი უნდა ვნახო-თქო და არ მიშვებდნენ. ვუთხარი ერთი კვირა აქ დავრჩები სანამ არ ვნახავ-თქო მერე ვიღაც მარიკასთან ამიყვანეს. მომისმინა და მითხრა, ხვალისთვის წამლების ფული მზად იქნებაო. მერე საღამოს თვითონ დამირეკეს , რომ მოდით წამლები წაიღეთო. ღამე იყო, მაინც მვედი და წამოვიღე. მადლობელი ვარ, იანვრამდე მაინც ეყოფა - გვეუბნება რიზვანი

რაზვანის მეუღლე, სითარა ჯალილოვა ამბობს, რომ თვიდან-თვემდე მედიკამენტების ფული არ რჩბა.

„560 ლარი ღირს მისი წამლები და არ მაქვს საშუალება , რომ ვიყიდო. მრავალშილიანი ვარ, 3 შვილი მყავს. სახელმწიფო არ გვეხმარება. ჩემი შვილი უსინათლოა, მაგაზეც მიხდიან ფულს. 22 ლარი მხოლოდ მისი რძე ღირს და თვეში 4 შეფუთვა არაა საკმარისი. საკვებს მე ვიყიდი , წამლებზე მაინც დამეხმარონ. მეუღლე აქ არ მყავდა და რამდენჯერ მივედი აგილ ამირჯანოვთან. მითხრა, საბუთები წამოიღე და დაგეხმარებიანო, მაგრამ არაფრითაც არ დამეხმარნენ. „

მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი, რუსლან ჰაჯიევი ამბობს, რომ იუსუბოვს ყველანეირი დახმარება გაუწიეს. იგი საკუთარი ხელფასიდანაც დაეხმარა იუსუბოვების ოჯახს.

„რიზვანის განცხადება მერიაშია შეტანილი. მერის სახელზე შემოიტანა. ახლო მომავალში გადაწყეტილება იქნება მიღებული მე თვითონ ჩემი ხელფასიდან დავეხმარე რიზვანს, ჩვენც გვინდა რომ დავეხმაროთ მას“ - ამბობს მარნეულის მაჟრიტარი დეპუტატი რუსლან ჰაჯიევი


ოჯახის თქმით, ბავშვის ოპერაციისთვის ყოველ ჯერზე 4-5 ათასი ლარი სჭირდებათ. ოპერაციისთვის მხოლოდ ერთხელ დაეხმარა სახელმწიფო.






Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები