(ვიდეო) აზერბაიჯანში დაკავებული მირტაგი ასადოვი საქართველოში ჩამოვიდა
სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ თავმჯდომარე, შეიხ მირტაგი ასადოვი 29 ნოემბერს არჩვნებიდან მეორე დღეს აზერბაიჯანის სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა. დღეს, 2 დეკემბერს ის საქართველოში ჩამოვიდა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში ჩამოსვისას ჟურნალისტებთან პრესკონფერენციის ჩატარება დაანონსა, სადაც მისი დაკავების მოტივებზე საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება სურს.

მისი თქმით, უახლოვეს დღეებში ჟურნალისტებისთვის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის ვრცელ პრესკონფერენციას გამართავს.

აეროპორტში ჟურნალისტებთან საუბრისას მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პოლიციამ ის  აზერბაიჯანის სასაზღვრო პუნქტზე,  7 ნოემბერს დააკავა და არა 8 ნოემბერს, როგორც აზერბაიიჯანის სასამართლოს ოქმში არის აღწერილი.

სამართალდამცველების ძირითადი კითხვები მის საქმიანობას ეხებოდა. მასზე ფიზიკური ზეწოლა არ განხორციელებულა. ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს ასადოვი. 

უკავშირებს თუ არა შეიხი მირტაგი ასადოვი საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდს მის დაკავებას,  პასუხის გასაცემად თავი შეიკავა და როგორც თქვა, ახლო მომავალში დაანონსებულ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს. 

ასადოვის თქმით, ორ არჩევანი ჰქონდა.  ერთი, რომელიც გაუფრომეს - წვრილმანი ხულიგნობა და დამოურჩიელბლობა. მერე არჩევანი  კი წლების განმავლობაში ციხეში ყოფნას გულისხმობდა. 


მისთვის გაურკვეველია რატომ დატოვა რეაგირების გარეშე  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ მისი დაკავება. 

შოთა რუსთაველის სახელობით თბილისის აეროპორიდან, ფეიქბუქ პირდაპირი ეთერი "სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ ოფიციალურ ვებ გვერდიდან იმართებოდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები