გიორგი ვაშაძე - ჩვენ გვაქვს დემონსტრაციის ჩატარების უფლება და არ ვართ დამოკიდებული მერიის ნებართვაზე
ჩვენ გვაქვს დემონსტრაციის უფლება, ადგილი არ გვითქვამს, შესაბამისად, არანაირად არ ვართ დამოკიდებული მერიის ნებართვაზე, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ, 16 დეკემბერს აქციის გამართვის ლოკაციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მერიას მიტინგის ჩატარების ნებართვის არგაცემის უფლება არ აქვს. ჩვენ გვაქვს დემონსტრაციის უფლება, ადგილი არ გვითქვამს, შესაბამისად, არანაირად არ ვართ დამოკიდებული მერიის ნებართვაზე და ა.შ. ჩვენ უბრალოდ ვაცნობებთ მერიას და სამართალდამცავ ორგანოებს, მეტი არაფერი. მათგან თანხმობას და ნებართვას ჩვენ არ ველოდებით“,- განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებულმა ოპოზიციამ გუშინდელ აქციაზე დაანონსა, რომ შესაძლოა, 16 დეკემბერს კვლავ გაიმართოს მათი აქცია, თუმცა ჯერ უცნობია, სად ჩატარდება აღნიშნული აქცია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები