ორი ტენდერის თანახმად, 29 000-მდე ლარს მერია 2019 წლის შემობრძანებაში დახარჯავს
მარნეულის მერიამ საახალწლო მზადება დაიწყო, რისთვისაც ორი ტენდერი უკვე გამოაცხადეს. 29 000-მდე ლარს თვითმმართველობა 2019 წლის შემობრძანებაში დახარჯავს.

საახალწლო ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვისთვის მუნიციპალიტეტმა 14 050 ლარიანი ტენდერი 27 ნოემბერს გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, საახალწოლო კონცერტში მონაწილეობას დი-ჯეი მიიღებს, რომელმაც სხვადასხვა კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს. მაგალითად, ის 25 წლამდე ასაკის უნდა იყოს და ამავდროულად 4 წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეს. პროგრამა 90 წუთიანი იქნება. გარდა ამისა, მარნეულის მერია საახალწლოდ არანაკლებ 7 ანიმატორს შემოგვთავაზებს, რომლებსაც 3 წლიანი გამოცდილება მოეთხოვებათ.

1) 2 ჯამბაზი 20-30წუთიანი შოუთი, 15-20 წუთიანი ძაღლების შოუ;
2) 1 ანიმატორი-წამყვანი, რომელიც მართავს პროცესს;
3) 2 ზღაპრის გმირი - “ვარდისფერი და ვერცხლისფერი ტროლი“;
4) 1 სანტა კლაუსი;
5) 1 ქართული თოვლის ბაბუა;


აღნიშნული ტენდერი სხვა ტექნიკურ მომსახურებასაც გულისხმობს, რომელშიც მონაწილეობის მიღბა 6 დეკემბრამდეა შესაძლებელი.

მეორე ტენდერი მარნეულის მერიამ საშობაო ნაძვის ხისთვის უკვე გამოაცხადა. ამ ეტაპზე ტენდერში მხოლოდ ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და მისი შერჩევა/შფასება მიმდინარეობს. საახალწლო ნაძვის ხეში თვითმმართველობა 14, 400 ლარს დახარჯავს, რომლის აღწერილობაც შემდეგნაირად გამოიყურება:

ფერი: ბუნებრივი მწვანე
სიმაღლე: (კვარცხლბეგის გარეშე) არანაკლებ 10 მეტრი
დიამეტრი: არანაკლებ 4 მეტრი
მასალა: მწვანე რკინის კარკასი (არანაკლებ 30X30 მმ)
ნაძვის ხის ტოტები: წიწვოვანი, წყალგამძლე, ცეცხლგამძლე, წიწვები პოლივილინქორიდი PVC
მსხვილი ტოტების რაოდენობა: არანაკლებ 300
საშუალო ტოტების რაოდენობა: არანაკლებ 3000
წვრილი ტოტების რაოდენობა: არანაკლებ 55000
ნაძვის ხის სანათი მოწყობილობა: ლედ ნათება – არანაკლები 10 მეტრის სიგრძის ნაძვის ხეზე ვერტიკალურად დასაშვები (არანაკლებ 20 დაშვება) წყალგამძლე ე.წ. ფარდა თბილი ნათებით -ციმციმის რეჟიმი არანაკლებ 4
ბაფთა: - 25 ცალი – წითელი (ზომა არანაკლებ 50X45 სმ)
ბაფთა: - 25 ცალი – ოქროსფერი (ზომა არანაკლებ 50X45 სმ)
მანათობელი ვარსკვლავი: - 1 ცალი – ოქროსფერი (ზომა არანაკლებ 90X90 სმ)
პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ნაძვის ხის ადგილზე მიტანა, მონტაჟი.
ნაძვის ხე უნდა იშლებოდეს და უნდა იყოს მრავალჯერადი გამოყენების.

მარნეულის მერიამ გასულ წელს ნაძვის ხის სიძვირის გამო, კულტურის ცენტრში არსებული ხეები მორთო.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები