გახდი პირველი "მედია სკოლის" მსმენელი! შეავსე აპლიკაცია
როგორ გვესმის ჟურნალისტიკა? რას ნიშნავს მიუკერძოებელი და თავისუფალი ჟურნალისტი? მედია, როგორც მესამე ძალა? მოქალაქე ჟურნალისტები? როგორ იწერება ახალი ამბავი?

  • (მედია სკოლის მონაწილეობისთვის შესავსები ლინკი -http://bit.ly/2QaR269



რადიო „მარნეული“ BBC-ს 2006 წლის პროექტია. ამ პროექტის მეშვეობით უბრალო მონაწილე მარნეულელმა ახალგაზრდებმა შეცვალეს ცხოვრება, დაეუფლნენ ახალ პროფესიას და დღეს რადიო „მარნეული“ არის მარნეულისთვის პირველი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედია საშუალება.

რომლის მთავარი მიზანია მიაწოდოს მარნეულის მოსახლებას ინფრომაცია, მისცეს საშუალება ისარგებლონ უფლებით - იცოდნენ და გამოიყენონ ეს ცოდნა გააზრებული არჩევანისთვის.

ძალიან მოკლე დროში რადიო „მარნეულმა“ მიიღო ჟურნალისტიკის დარგში ექსპერტების უმაღლესი შეფასება.

დღეს, როდესაც ვითარდება ინტერნეტ ტექნოლოგიები, ყველა მოქალაქე შეიძლება გახდეს ინფრომაციის წყარო. პოლიტიკური ძალები ქმნიან საკუთარი ინტერესების დასაცავ მედია პლათფორმებს. რთული ამოცანა ეძლევა მოქალაქეებს მიხვდნენ სად არის სიმართლე.

ჩვენ ყოველთვის ვთავაზობთ, რომ უსმინონ და წაიკითხონ რადიო „მარნეულის“ მიერ მომზადებული მასალები. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვიცავთ მხოლოდ მოსახლეობის ინტერესებს. რატომ? იმიტომ, რომ რადიო მარნეულის ერთიანობას ქმნის თემში მცხოვრები ადამიანი, რომელსაც არ სურთ პირველ რიგში თავად იყვნონ მოტყუებულები და არც სხვას გაუცრუონ იმედები.

რადიო „მარნეული“ ვითარდება და ძლიერდება. ისმითვის, რომ გარემო იყოს მეტად თავისუფლი. ჩვენ გვჭირდება ენერგიული, მოტივირებული ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ სურვილი დაიცვან პირველ რიგში საკუთარი ინტერესები და ამით დაიცვან საკუთარი თემის ინტერესები, დაინახონ რას ნიშნავს თანამედროვე ქვეყნის ინტერესი და გამიჯნონ სიცრუე განსხვავებული მოსაზრებებისგან.

რადიო „მარნეული“ იწყებს ახალ თამამ პროექტს „ჟურნალისტიკის მედია სკოლა“

პირველი მედია სკოლა მარნეულში! რომელსაც პროფესიონალები გაუძღვებიან.

24 თეორიული და პრაქტიკული შეხვედრა ჟურნალიტიკის დარგში

ფინალური ნამუშევრები და საშუალება რადიო მარნეულში ჟურნალისტიკის პრაქტიკული კურსის გავლა დასაქმების პერსპექტივით.

რას მიიღებ ამ კურსისგან?

• ჟურნალისტიკის საბაზისო ცოდნა
• რა არის ახალი ამბავი
• როგორ დაწერო ახალი ამბავი/ წერის უნარი
• ინტერვიუ
• რადიო და ონლაინ ჟურნალისტიკა
• მობილური ჟურნალისტიკა
• პრაქტიკული უნარ-ჩოების განვითარება
• მუშაობა რადიო სტუდიაში
• პრაქტიკა რადიო „მარნეულის“ news-room-ში
• დასაქმება

შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა 15 დეკემბრამდე, არჩეულ აპლიკანტებს დაუკავშირდება მედია სკოლის წარმომადგენელი და მოიწვევს გასაუბრებაზე. 20 კაციანი პირველი მედია სკოლა დაიწყება 24 დეკემბერს. 

თუ ხარ მოტივირებული, ცვლილებებისთვის განწყობილი, მაშინ,  შეავსე აპლიკაცია და გახდი პირველი მედია სკოლის მსმენელი!!
ცვლილებები იწყება ჩვენით!



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები