პედაგოგებისთვის ახალი სახელმძღვანელოს - „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“ პრეზენტაცია გაიმართება
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, პედაგოგებისთვის ახალი სახელმძღვანელოს - „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“ პრეზენტაციას გამართავს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდიდან აცნობეს, პრეზენტაციას სკოლის დირექტორების და მასწავლებლები დაესწრებიან, რომელთაც სიტყვით მიმართავენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე.

„სახელმძღვანელოში მასწავლებლები გაეცნობიან სწავლა-სწავლების პროცესის ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა განმავითარებელი შეფასება და მისი კავშირი დიფერენცირებულ სწავლებასთან.

სახელმძღვანელოს ავტორები არიან ფსიქოლოგი და სასკოლო შეფასების სპეციალისტი მარიანა ხუნძაყიშვილი და მასწავლებელი და განათლების ექსპერტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან სარა ვიბერი.

წიგნი საქართველოს ყველა საჯარო სკოლას საჩუქრად გადაეცემა.
წყარო: ინტერპრესნიუსი
Print