გრიგოლ ვაშაძე - ე.წ. ინაუგურაციის ჩაშლას არავინ აპირებდა, სადაც უნდათ იქ ჩაატარონ ეს შოუ
ინაუგურაცია თუ უნდათ თბილისში ჩაატარონ, თუ უნდათ ზუგდიდში, ჩვენ არაფერი პრობლემა არ გვაქვს და არავინ აპირებდა მის ჩაშლას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა. მისი თქმით, არ შეიძლება როდესაც ქვეყანას არ ჰყავს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, ჩაატარო ინაუგურაცია.

„არაფერი პრობლემა არ გვაქვს. თუ უნდათ ჩაატარონ თბილისში, თუ უნდათ ზუგდიდში, სადაც უნდათ იქ ჩაატარონ. არავინ აპირებდა მათი ე.წ. ინაუგურაციის ჩაშლას. არ შეიძლება როდესაც ქვეყანას არ ჰყავს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, ჩაატარო ინაუგურაცია. ამიტომ, ეს შოუ სადაც უნდა იქ ჩაატარონ", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

როგორც ცნობილია, არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები