სტამბოლში საქართველოს ორი მოქალაქე ძარცვის ბრალდებით დააკავეს
თურქეთში, ქალაქ სტამბოლში საქართველოს ორი მოქალაქე ძარცვის ბრალდებით დააკავეს.
როგორც თურქული გამოცემა Hurriyet Daily News იუწყება, საუბარია დანაშაულებრივ ჯგუფზე, რომელიც საქართველოს ოთხი მოქალაქისგან შედგებოდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის დანარჩენ ორ წევრზე ძებნაა გამოცხადებული.

არსებული ინფორმაციით, სტამბოლში 16 ნოემბერს ჯგუფის წევრებმა ბიზნესმენი გაძარცვეს. თავდასხმისას მათ 111 ათასი თურქული ლირა წაიღეს და ბიზნესმენი დაჭრეს.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ასევე განახორციელეს თავდასხმა იუველირზე, თუმცა მას შემდეგ, რაც პოლიციამ ცეცხლი გახსნა, გაიქცნენ.

ორი პირი დაკავებულია, მიმდინარეობს ჯგუფის დანარჩენი ორი წევრის ძებნა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები