მოსწავლეები, რომლებმაც სკოლა ოქროს მედლებზე დაამთავრეს, უმაღლესი სასწავლებლის გამოცდებიდან გათავისუფლდებიან
გამოძოცემა Jamnews-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანელი მოსწავლეები, რომლებმაც სკოლა ოქროს მედლებზე დაამთავრეს, უმაღლესი სასწავლებლის გამოცდებიდან გათავისუფლდებიან.
უფრო კონკრეტულად კი, აბიტურიენტებს ჩასაბარებლად სპეციალობით მხოლოდ ერთი გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. ოქროს მედალი საშუალო სკოლის იმ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ, რომლებსაც ატესტატში მხოლოდ უმაღლესი ნიშნები აქვთ.

ეს ჯერ კანონპროექტის სახით არსებობს, თუმცა აზერბაიჯანის პარლამენტში ამაზე მსჯელობა უკვე იწყება.

დღეს აზერბაიჯანელი აბიტურიენტები უმაღლესი ჩასაბარებლად ავსებენ ფორმას, რომელშიც უთითებენ იმ ფაკულტეტების ჩამონათვალს, სადაც ჩარიცხვას ისურვებდნენ. შემდეგ ისინი ტესტირების გზით რამდენიმე საგანში გამოცდას აბარებენ, და დაგროვილი ქულების მიხედვით, ერთ-ერთ მითითებულ ფაკულტეტზე ირიცხებიან. ან ვერსად ხვდებიან, თუკი ძალიან დაბალ ქულებს მოაგროვებენ. ოქროს მედლის არსებობა ამ პროცესზე არავითარ გავლენას არ ახდენს.

წყარო: dianews.ge
Print