მარნეულელ სპორტსმენს თვითმმართველობა ფულად ჯილდოს გადასცემს
მარნეულელ სპორტსმენს, რომელიც მკლავჭიდში ჩემპიონი გახდა ფულად ჯილდოს გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, 6 დეკემბერს საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
„სოფელ წერეთელში მცხოვრები თამაზ ბოჭოიძე გახდა ჩემპიონი მკლავჭიდში სამხრეთ-ოსეთის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ ჩემპიონატზე „მშვიდობის თასი“ წახალისების მიზნით, სასურველი იქნებოდა ფულადი დახმარება“ - თქვა საკრებულოს წევრმა ბესიკ გუჯეჯიანმა.

საკრებულომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ მარნეულელ სპორტსმენს ფულადი ჯილდო გადასცენ. სავარაუდო თანხად 700 ლარი განიხილება. გადაწყვეტილებას მარნეულის მერია მიიღებს.

დღევანდელ სხდომაზე საუბარი შეეხო ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს და ასევე სოფელ საიმერლოსა და არაფლოში მცხოვრებ ორი ადამიანის სამედიცინო დამხმარების საკითხს.

საკრებულოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლითაც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში, განხორციელებული სასმელი წყლის მილსადენის ხაზოვანი ნაგებობა უვადო საგებლობაში გადაეცა მარნეულის „სოფ წყალს“. 

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა სულ 5 საკითხი განიხილეს. ყველა საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ საკრებულოს ყველა წევრმა 16-დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ფარგლებში სიმბოლური ლეტებით სოლიდარობა გამოხატა.

ფეიბუქ ლაივი შეგიძლიათ ნახოთ აქ: 


Print