თბილისი, შალვა დადიანის ქუჩაზე, ხის წაქცევის შედეგად 4 ავტომობილი
და გარე განათების ბოძი დაზიანდა, ასევე,
დროებით გზა ჩაიხერგა, რომელიც მეხანძრე-მაშველებმა ადგილზე მისვლიდან
მალევე გაათავისუფლეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე,
ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, მობილიზებული იყო 2
სახანძრო-სამშველო ჯგუფი. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ
დაშავებულა.
როგორც საგანგებოში გვითხრეს, სავარაუდოდ, ხე დაზიანებული იყო, რამაც
მისი წაქცევა გამოიწვია.