თბილისში 4 ავტომობილს ხე დაეცა და დროებით გზა ჩახერგა
თბილისი, შალვა დადიანის ქუჩაზე, ხის წაქცევის შედეგად 4 ავტომობილი და გარე განათების ბოძი დაზიანდა, ასევე, დროებით გზა ჩაიხერგა, რომელიც მეხანძრე-მაშველებმა ადგილზე მისვლიდან მალევე გაათავისუფლეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე, ყველა შესაბამის სამსახურთან ერთად, მობილიზებული იყო 2 სახანძრო-სამშველო ჯგუფი. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც საგანგებოში გვითხრეს, სავარაუდოდ, ხე დაზიანებული იყო, რამაც მისი წაქცევა გამოიწვია.
წყარო: ნეთგაზეთი
Print