ირანში, ქალაქ ჩაბაჰარში აფეთქების შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი
დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას ირანული ტელეარხი IRINN ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო IRINN-ის ინფორმაციით, პირველადი მონაცემები
იმაზე მეტყველებს, რომ აფეთქების შედეგად სამი ადამიანია დაღუპული და
რამდენიმე დაშავებული.
წყაროზე დაყრდნობით ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აფეთქება
თვითმკვლელი ტერორისტის ქალაქ ჩაბაჰარის პოლიციის განყოფილებაზე
თავდასხმის შედეგად მოხდა.