თუ პრეზიდენტად მაღიარებს ინაუგურაციამდე, იქნება დაპატიჟებული – ზურაბიშვილი ვაშაძეზე
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილ საპრეზიდენტო კანდიდატს ინაუგურაციაზე იმ შემთხვევაში მიიწვევს, თუ აღნიშნულ ღონისძიებამდე ვაშაძე მას პრეზიდენტად აღიარებს.

თავდაპირველად ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ საკითხზე უნდა ეფიქრა, თუმცა კითხვის გამეორების შემდეგ უპასუხა:

“თუკი ინაუგურაციამდე აღიარებული ვიქნები, როგორც პრეზიდენტი, იქნება დაპატიჟებული”.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მე-2-ის სასახლეში 16 დეკემბერს გაიმართება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები