ირაკლი კობახიძე - პარლამენტი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების და დეცენტრალიზაციის იდეის აქტიური მხარდამჭერი
პარლამენტი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების და დეცენტრალიზაციის იდეის აქტიური მხარდამჭერი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაძლიერებასა და ამ პროცესში მოქალაქეთა მაქსიმალურ ჩართულობაზე ისაუბრა.

“თვითმმართველობის უმთავრესი პრინციპი მდგომარეობს მოქალაქეთა ჩართულობაში. თვითმმართველობა არაფერია თუ არ არის უზრუნველყოფილი მოქალაქეთა აქტიური ჩართულობა. აქედან გამომდინარე ამ ჩართულობის მექანიზმების დახვეწას უდიდესი როლი უნდა დაეთმოს.

დღეს პარლამენტი მთავრობასთან ერთად აქტიურად მუშაობს ასეთი ახალი ინსტიტუციური მექანიზმების შექმნაზე, რომელიც სწორედ აქეთკენ იქნება მიმართული. მიმართული იქნება მოქალაქეების მაქსიმალურ ჩართულობაზე ადგილობრივი ხელისუფლების განხორციელებაში.

პარლამენტი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების იდეის, დეცენტრალიზაციის იდეის აქტიური მხარდამჭერი,“
- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წყარო: ინტერპრესნიუსი
Print