ხურმის ჩირი - ერთ - ერთი გამორჩეული ნუგბარი

ალბათ,  უკვე დაიწყეთ ზამთრისთვის ხურმის ჩირის მომარაგება, რომელიც ახალი წლის სუფრას მართლაც ამშვენებს.


 

მისი გაკეთება ძალიან მარტივია, თუმცა საბოლოო შედეგის მიღწევა გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული.

პირველ რიგში საჭიროა მაგარი ხურმა ავარჩიოთ, გავრეცხოთ და  გავთალოთ. აუცილებელია, რომ ყუნწი დავუტოვოთ.

ხურმა ძაფზე უნდა ავაცვათ და გასაშრობად მზეზე გავიტანოთ. რამდენიმე ხანში  ჩირს გარედან შაქრის თხელი ფენა გაუჩნდება და უფრო ტკბილი და გლუვი იქნება.



ხურმის ჩირის მომზადებისთვის დაახლოებით ერთი თვეა საჭირო.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები