პური 10-15 თეთრით გაძვირდა
საქართველოში პირველადი მოხმარების მთავარი პროდუქტი პური 10-15 თეთრით გაძვირდა.
გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ, რადგან მათი თქმით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პურზე ფასის ხელოვნურად შენარჩუნება ხდებოდა.

„ფქვილი გაძვირებულია დიდი ხანია და იმიტომ. არჩევნებზე გაჩერებული იყო და ახლა გააძვირეს,“- აცხადებენ საწარმოების წარმომადგენლები.

არ არის გამორიცხული უახლოეს დღეებში პურზე ფასმა კიდევ მოიმატოს.
წყარო: newposts.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები