კიევში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.
კიევის პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოსა და უკრაინის
მოქალაქეებისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება მორიგი თავდასხმის
შემდეგ აიყვანეს.
ჯგუფის 3 წევრი პოლიციამ ცხელ კვალზე, სპეცოპერაციის შედეგად დააკავა.
გაქცევის მცდელობისას დაიჭრა ერთ-ერთი ბრალდებული. ჩხრეკისას მათ
ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა აღმოჩნდათ. გამოძიება ამ ეტაპზე
დაკავებულების ვინაობას არ ასაჯაროებს.
წყარო: rustavi2