ბოლნისში 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა–ოჯახი მომხდარის გამოძიებას ითხოვს
ერთთვიანი კომის შემდეგ ბოლნისში 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა. ისმაილ ბადალოვი ოჯახის თქმით, კომატოზურ მდგომარეობაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ იმყოფებოდა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ცხედრის ექსპერტიზა ჩაუტარდა.

ოჯახის წევრების თქმით, კომაში მოზარდი ცემის შედეგად აღმოჩნდა. ბადალოვები ამტკიცებენ, რომ მათთვის თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია, თუმცა პოლიცია მას არ აკავებს.

მოზარდის მამა უყურადღებობაში ადანაშაულებს ექიმებსაც.

„ჩემი შვილი სახშლი სასტიკად ნაცემი მოვიდა,“- აცხადებს იდაიფ ბადალოვი.

სამართალდამცველებმა თანასოფლელებიც გამოკითხეს. ბავშვები ცემის ფაქტს უარყოფენ, თუმცა ამბობენ, რომ ისმაილს ხელი კრეს და ის დაეცა.

წყარო: tv4.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები