ვიდეო: დეპუტატები პარლამენტში ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
საპრეზიდენტო არჩევნების საკითხს საქართველოს
პარლამენტში ნაციონალურ მოძრაობის წევრ ნიკა მელიასა და პატრიოტთა
ალიანსის წევრებს, ირმა ინაშვილსა და ემზარ კვიციანს შორის
დაპირისპირება მოჰყვა.
პატრიოტთა ალიანსის დეპუტატების გაღიზიანება ნიკა მელიას
განცხადებებმა გამოიწვია. ნიკა მელიამ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა
ქართული ოცნება და განაცხადა, რომ მათ არჩევნები გააყალბეს. ამის
შემდეგ რეგლამენტის მიხედვით, სიტყვა ირმა ინაშვილს უნდა წარმოეთქვა.
ნიკა მელიამ მას რამდენჯერმე შეაწყვეტინა. ირმა ინაშვილმა დეპუტატს
დამშვიდებისკენ, წამლის დალევისა და ჰაერზე გასვლისკენ მოუწოდა,
შემდგომ კი მელიასთან მივიდა და სიტყვიერად დაუპირისპირდა.
ამის შემდეგ საქართველოს პლენარულ სხდომათა დარბაზში მდგომარეობა
დაიძაბა. ქართული ოცნების, ნაციონალური მოძრაობისა და პატრიოტთა
ალიანსის დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
"არაფერი არ ხდება აქ კოლეგებო, ნაციონალური მოძრაობა ვერ
ეგუება კრახს, რომელსაც დავპირდით", — განაცხადა ირაკლი
კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნიდან.
პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.