ქობულეთში, სოფელ ხალაში 2 წლის ბავშვი მიკროავტობუსის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა
ქობულეთში, სოფელ ხალაში ავტოსაგზაო შემთხვევის
შედეგად 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ
მოხდა.
როგორც თვითმხილველებმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადეს, 2
წლის ბავშვს მიკროავტობუსი დაეჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის
კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო
მოძვრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის
სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.