სოფელ კიროვკაში ქალი მოკლეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკაში, გარდაცვლილი ქალი მეზობლებმა იპოვეს.




შინაგან საქმეთა სამინისტრომ რადიო "მარნეულს" ფაქტი დაუდასტურა. მეზობლების თქმით, ქალი საკუთარმა ძმის შვილმა მოკლა, რომელიც წლებია მასთან ცხოვრობს. გარდაცვლილი მეზობლებმა სარდაფში  3-4 დღის შემდეგ ნახეს. სავარაუდო დამნაშავის ვინაობა ცნობილია. მოკვლის მიზეზები უცნობია.
გამოძიება დაწყებულია  სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები