თბილისის 71 – ე საბავშო ბაღში გარეგამოყენების პიროტექნიკა
გამოიყენეს. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ კახაბერ გვანცელაძეს
განცხადებით, ბაღის ადმინისტრაციის მიმართ გატარდება მკაცრი
სანქციები. მიმდინარეობს მოკვლევა და ყველა საჭირო ინფორმაცია
გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე
მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან
მძიმე დაზიანებას გულისხომობს.
პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, საბავშვო ბაღის ერთ-ერთი
აღსაღზრდელი მსუბუქად დაზიანდა. მას საავადმყოფოში გაეწია დახმარება
და ამჟამად მკურნალობას სახლში განაგრძობს.