ღვინის აღმართზე პოლიციის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
ავლაბარში, ღვინის აღმართზე პოლიციის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სახანძრო ბრიგადა მუშაობს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.



საპატრულო პოლიციის მანქანას ცეცხლი სავარაუდოდ, ელექტროგაყვანილობიდან გაუჩნდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Print