ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მეგობრობის
გამზირზე. ერთმანეთს ტოიოტას და ოპელის მარკის მსუბუქი ავტომობილები
შეეჯახნენ. Tv4 ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილი
მეორეხარისხოვანი გზიდან გამოდიოდა, რა დროსაც ის მთავარ გზაზე მოძრავ
ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი
ადამიანი, რომელიც სასწრაფომ სამედიცინო დაწესებულებაში
გადაიყვანა.