თბილისში, სავარაუდოდ, "ღორის გრიპის" ვირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
13:30 / 10.01.2019
თბილისში, სავარაუდოდ, "ღორის გრიპის" ვირუსით ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
იგი კომპოზიტორ მანანა იმედაძის რძალია. ინფორმაციას იმედაძის მეგობრები "ფეისბუქით" ავრცელებენ.
კომპოზიტორის რძალი ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კვირის წინ მიიყვანეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
წყარო:
ინტერპრესნიუსი