404 შეცდომა
რუმინეთში კონსტანცას პორტში გემზე საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა - რა სახელდება სავარაუდო მიზეზად?
რუმინეთში კონსტანცას პორტში, გემზე საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში მეზღვაურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ პირველადი ინფორმაციით, მიზეზი გულის შეტევა გახდა. საქართველოს მოქალაქის გადმოსვენება შესაბამისი პროცედურების მიხედვით მოხდება. როგორც რუმინული საინფორმაციო წყარო იუწყება, გარდაცვლილი 66 წლისაა და სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემის მეორე კაპიტანია.

გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა, თუმცა ექიმებს იგი გარდაცვლილი დახვდათ. სავარაუდო მიზეზად ინფარქტი სახელდება. ცხედარს ექსპერტიზა უტარდება და შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

წყარო: palitranews.ge

Print