დავით სერგეენკო: დღევანდელი მდგომარეობით, ე.წ. ღორის გრიპით 13 ადამიანია გარდაცვლილი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით 13 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურებული სტატისტიკური მონაცემები საზოგადოებას მინისტრმა ბრიფინგიდან გააცნო.

მისი ინფორმაციით, გრიპის ამ ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის კლების ტენდენციაა, თუმცა, დღევანდელი მდგომარეობით, 845 ადამიანია საავადმყოფოში გადაყვანილი, მათგან 44 რეანიმაციაში.

"იქ, სადაც უკვე განვითარდა გრიპი, დაავადება მიმდინარეობს მძიმედ... [მონაცემები] ნიშნავს, რომ დაავადება სერიოზულია, მას მნიშვნელოვანი პრევენცია და ყურადღება სჭირდება", — თქვა მინისტრმა და განმარტა, რომ გარდაცვალების მიზეზი თანმდევი დაავადებები, მკურნალობის დაგვიანებით (პირველი ორი დღე-ღამის შემდეგ) დაწყება, ან გარდაუვალი გართულებები (0,3%).

წყარო: On
Print