სიახლე
ჯანდაცვის სამინისტრო გრიპის საწინააღმდეგო “ტამიფლუს” ყველასთვის უფასოდ დაარიგებს
ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს, 11 იანვარს, განაცხადა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტ ტამიფლუს საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს.
როგორც მინისტრმა თქვა, აქამდე აღნიშნული მედიკამენტი უფასოდ მხოლოდ სოციალურად დაუცველებზე, ორსულებზე, ბავშვებზე, მოხუცებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე გაიცემოდა.

“ბოლო დღეებში ცხადი გახდა, რომ ამ მედიკამენტის შეძენა სხვა ჯგუფებისთვის გარკვეულ ფინანსურ ბარიერს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა მოქალაქეზე ანტივირუსული პრეპარატი გაიცემა უფასოდ”, – თქვა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, მან ეს დავალება პრემიერ მამუკა ბახტაძისგან 10 იანვარს, გვიან ღამით მიიღო, უკვე დაიწყო გაცემის მექანიზმის შემუშავება და, შესაბამისად, მედიკამენტის გაცემა 12 იანვრიდან დაიწყება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში.

როგორც სერგეენკომ თქვა, ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს და გრიპის ახალი შემთხვევების შემცირების ტენდენციაც გამოიკვეთა, თუმცა მძიმედ მიმდინარეობს გრიპის არსებული შემთხვევები.

11 იანვრის მონაცემებით, უკვე ლაბორატორიულად დადასტურდა H1N1 გრიპის ვირუსით 15 ადამიანის გარდაცვალების ფაქტი. გარდაცვლილთა უმრავლესობას ჰქონდა ქრონიკული დაავადება, ან იყო დაგვიანებით მკურნალობის შემთხვევა.

| Print |
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი
შეთანხმებით ჯგუფის მიერ 7 ძროხის ქურდობის ფაქტი გახსნეს.
19:01 / 19.01.2019
შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ 7 ძროხის ქურდობის ფაქტი გახსნეს.
„ყაზტრანსგაზის“ დაკავებული თანამშრომლები
წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, – ამის შესახებ პირველი
არხის ჟურნალისტი იუწყება.
18:55 / 19.01.2019
„ყაზტრანსგაზის“ დაკავებული თანამშრომლები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული
საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო ხმოვანი
შეტყობინების გავრცელებაზე 132 ათასი ლარი დაიხარჯა.
18:48 / 19.01.2019
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო ხმოვანი შეტყობინების გავრცელებაზე 132 ათასი ლარი დაიხარჯა.
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“,
არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით
შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.
18:35 / 19.01.2019
საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, დიდ დიღომში,
16:02 / 18.01.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდ დიღომში,
მასწავლებლებისთვის კრედიტქულების დაგროვება გაუქმდება, – ამის
შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა
ბერიკა შუკაკიძემ განათლების ახალი რეფორმის პრეზენტაციის ფარგლებში
განაცხადა.
15:54 / 18.01.2019
მასწავლებლებისთვის კრედიტქულების დაგროვება გაუქმდება, – ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ განათლების ახალი რეფორმის პრეზენტაციის ფარგლებში განაცხადა.
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ 2019 წლის 16 იანვარს, თბილისში, დიდ
დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას
ავრცელებს.
14:24 / 18.01.2019
კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ 2019 წლის 16 იანვარს, თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

წითელას ვაქცინაცია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება.
14:14 / 18.01.2019

წითელას ვაქცინაცია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება.