წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
წითელ ხიდზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქე რ.გ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 6584,37 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 58.7 გრამი) გამოავლინეს.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 6584,37 ლარის ოდენობით შეეფარდა.

წყარო: tv4.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები