მარნეულში ე.წ. ღორის გრიპის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

მარნეულში  H1N1 ვირუსის ორი  შემთხევა  დაფიქსირდა.
როგორც "მარნეულის ტვ" წერს, მარნეულში ავერსის კლინიკაში 59 წლის მამაკაცი და 39 წლის ქალი ებრძვის ე.წ. ღორის გრიპს. 

ექიმების განმარტებით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგმარეობა მძიმეა, ხოლო ქალის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი.

ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით ე.წ. ღორის გრიპით 17 ადამიანია გარდაცვლილი.
Print