პრემიერმა ხვალ დანიშნული მთავრობის სხდომა გააუქმა
საქართველოს მთავრობის სხდომა 16 იანვარს არ
გაიმართება.
შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა,
მამუკა ბახტაძემ დიდ დღომში მომხდარი ტრაგედიის გამო მიიღო.
მთავრთობის სხდომა 14:00 საათზე უნდა გამართულიყო.
ამასთან, მომხდარი ტრაგედიის გამო 17 იანვარი საქართველოს მასშტაბით
გლოვის დღედ გამოცხადდა.
თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირი
აფეთქდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა ოთხი და დაშავდა რამდენიმე
ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაზიანებულია საცხოვრებელი
კორპუსი.