H1N1 ვირუსით დაავადებული მარნეულელი კაცის მდგომარეობა მძიმეა
მარნეულში H1N1 ვირუსის ორი შემთხევა დაფიქსირდა. როგორც რადიო "მარნეულს" "ავერსის" კლინიკაში განუცხადეს, 55 წლის კაცი და 39 წლის ქალი ე.წ ღორის გრიპით არიან დაავადებული.

ექიმების განმარტებით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგმარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. 39 წლის ქალის მდგომარეობაც თავდაპირველად მძიმე იყო, ახლა კი დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით ე.წ. ღორის გრიპით 17 ადამიანია გარდაცვლილი.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები