ლინას ლინკევიჩუსი - სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ხალხს თბილისში მომხდარი გაზის აფეთქების გამო, რომელსაც მსხვერპლი მოყვა
დიდ დიღომში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების გამო ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი მწუხარებას გამოხატავს.
„ღრმა მწუხარებას და სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს თბილისში მომხდარი გაზის აფეთქების გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. სამძიმარს ვუცხადებთ მათი ოჯახის წევრებს, ხოლო დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - დაწერა ლინას ლინკევიჩუსმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა, ისინი კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები