მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკა ორ ახალ პროექტს იწყებს
მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკა მიმდინარე წელს ორ პროექტს იწყებს: „დიადი ქართველი მეფეები“ და „ქართველი მწერლები“.


ამის შესახებ ინფორმაცია ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, ლანა ხეხელაშვილმა დაგვიდასტურა და გვითხრა, რომ ორივე პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მარნეულის საჯარო სკოლებს ექნებათ შესაძლებლობა ჩაატარონ პრზენტაციები ქართველი მეფეების შესახებ და გამართონ სხვადასხვა ქართველი მწერლის შემოქმედებითი საღამო.

ხეხელაშვილის თქმით, ურთიერთთანამშრომლოის მიზნით, უკვე გაეგზავნა ყველა საჯარო სკოლას აღნიშნული პროექტების შესახებ ინფორმაცია.

თავადვე ამბობს, რომ თებერვლის თვეში უკვე დაეგმილია ორი ძალიან საინტერესო ღონისძიება, რომელსაც რამდენიმე სკოლა წარადგენს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები