პუტინი „თურქული ნაკადი“-ს შესახებ განცხადებას აკეთებს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „თურქული ნაკადი“-ს მშენებლობა, რომელიც რუსული გაზის, შავი ზღვის და თურქეთის გავლით ევროპას უნდა მიეწოდოს, განსაზღვრული გეგმის მიხედვით მიდის რა, მილები წლის ბოლოსათვის ამოქმედდება.

პუტინმა ამის შესახებ, სერბეთში ვიზიტის წინ, ამ ქვეყნის „Politika“ და „Vecernje Novosti“ გაზეთებთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული ენერგოკომპანია, „გაზპრომი“ მილსადენების სახმელეთო მონაკვეთის ალტერნატიულ მარშრუტთან დაკავშირებით მუშაობს რა, მათ შორის ბულგარეთი-სერბეთი-უნგრეთის მარშრუტიც განიხილება.

წყარო: www.trt.net.tr/georgian/
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები