პოლიციაში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლის გამოკითხვა მიმდინარეობს
დიდი დიღმის პოლიციის მეოთხე განყოფილებაში „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლის გამოკითხვა მიმდინარეობს. ის ერთ-ერთია იმ პირთაგან, რომლებიც გუშინ, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე იმ კორპუსში იმყოფებოდნენ, სადაც აფეთქება მოხდა.

„ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომლები გამოკითხვაზე პოლიციაში გუშინ გვიან ღამითაც ჰყავდათ გადაყვანილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში განუცხადეს, პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან პროკურორებიც, რომლებიც აღნიშნულ საქმეს საპროკურორო ზედამხედველობას უწევენ.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა, ისინი კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები