პოლიციაში იმ სამშენებლო კომპანიის დირექტორის გამოკითხვა მიმდინარეობს, რომლის აშენებულ კორპუსშიც გუშინ აფეთქება მოხდა
დიდი დიღმის მეოთხე განყოფილებაში სამშენებლო კომპანიის „ელ ჯგუფის“ ხელმძღვანელის გიორგი ჭანტურიას გამოკითხვა მიმდინარეობს. „ელ ჯგუფი“ ის კომპანიაა, რომელმაც საცხოვრებელი კორპუსი ააშენა, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, გრძელდება ასევე მოქალაქეების გამოკითხვა. ამ დრომდე მიმდინარეობს ასევე „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლების გამოკითხვა.

დიდ დიღომში აფეთქება გუშინ საღამოს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები