მარნუელში წითელათი დაავადების 2 შემთხვევა დაფიქსირდა
მარნეულში წითელას ვირუსის 2 შემთხვევა დაფიქსირდა. 26 წლის კაცი თბილისის ინფექციური პათოლოგიის ცენტრში, 30 წლის კაცი კი რუსთავის კლინიკაში გადის მკურნალობას.

მარნეულის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძრვანელის ეთერ ლაფერაძის თქმით, მარნეულშ ჯერ-ჯერობით სხვა შემთხვევები დაფიქსირებული არ არის.
ლაფერაძე განმარტავს, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პრობლემა მუნიციპალიტეტს არ აქვს და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ვაქცინაცია გაიარონ.

„ეს არის მართვადი ინფექცია და 1-დან 5 წლამდე ასაკში ბავშვები გეგმიურად იცრებიან. სურვილის შემთხვევაში ზედა ასაკის მოქალაქეებსაც შეუძლიათ აცრა, მათ ვინც ვირუსთან კონტაქტში არიან. წითელაზე ასევე უნდა აიცრას ისეთი ადამიანებიც ვისაც არ ახსოვს ბავშვობაში გაკეთებული აქვს თუ არა ვაქცინა, მეორედ აცრა არანაირ საწინააღმდეგო ჩვენებას არ იძლევა.“ - განმარტავს ეთერ ლაფერაძე

პირველი იანვრიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით წითელათი დაავადების 312 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსმა ძირითადად 20-დან 40 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი მოიცვა.

წითელას წყარო არის დაავადებული ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით საშიშია დაავადების ადრეულ პერიოდში. ვირუსის ინკუბაციის პერიოდი ინფიცირებიდან პირველ სიმპტომამდე შეადგენს 7-18 დღეს, ინფიცირებულები გადამდებად ითვლებიან გამონაყრის დაწყებიდან 4 დღის განმავლობაში. გარდაა ამისა, ვირუსს ახასიათებს მაღალი მიმღებლობაც, 24-საათიანი კონტაქტის პერიოდში ავადდება ინფექციის მიმღები კონტიგენტის 40%; 48-საათიანი კონტაქტის პერიოდში – 60% , ხოლო 72-საათიანი კონტაქტის პერიოდში – 80%.

წითელას ტიპური შემთხვევა საკმაოდ მწვავედ იწყება, ტემპერატურის მომატებით, სიმპტომებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი, თეთრი გამონაყარი, 5-6 დღის შემდეგ კი ავადმყოფის სხეულზე ჩნდება გამონაყარი. თუმცა, რაც უფრო ასაკოვანია დაავადებული, მით უფრო რთულია სიმპტომების გადატანა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები