წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს
წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
„16-17 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის 4 ფაქტი აღიკვეთა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების გ.მ-ს, ჯ.ტ-ს, გ.ვ-სა და ნ.ნ-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 3 140 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ“,
– ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

წყარო: tv4.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები