2018 წელს ქულების ამოწურვის გამო, მართვის უფლება 124 პირს შეუჩერდა
13:55 / 18.01.2019
2018
წელს მართვის მოწმობის ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო, მართვის
უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით გამოცდაზე 20 პირი გავიდა, საიდანაც
გამოცდის ჩაბარება 7-მა შეძლო.შესაბამისი ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“
შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.
უწყების მონაცემების თანახმად, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 2018 წლის
31 დეკემბრის ჩათვლით, ქულების ამოწურვის გამო მართვის უფლება 124
პირს შეუჩერდა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ელი ივლისიდან მართვის მოწმობის
100-ქულიანი სისტემა და „უკონტაქტო პატრულირება“ ამოქმედდა.
ცვლილებების შედეგად, თითოეულ მართვის მოწმობას ყოველი წლის 1-ელ
იანვარს 100 ქულა ენიჭება და წლის განმავლობაში სამართალდარღვევებზე
შესაბამისი ქულები აკლდება.