2018 წელს ქულების ამოწურვის გამო, მართვის უფლება 124 პირს შეუჩერდა
2018 წელს მართვის მოწმობის ქულების რაოდენობის ამოწურვის გამო, მართვის უფლების ვადამდე აღდგენის მიზნით გამოცდაზე 20 პირი გავიდა, საიდანაც გამოცდის ჩაბარება 7-მა შეძლო. შესაბამისი ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა.

უწყების მონაცემების თანახმად, 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ქულების ამოწურვის გამო მართვის უფლება 124 პირს შეუჩერდა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ელი ივლისიდან მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა და „უკონტაქტო პატრულირება“ ამოქმედდა. ცვლილებების შედეგად, თითოეულ მართვის მოწმობას ყოველი წლის 1-ელ იანვარს 100 ქულა ენიჭება და წლის განმავლობაში სამართალდარღვევებზე შესაბამისი ქულები აკლდება.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Print