საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული 18 შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო მონაცემებით, საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 18-ს შეადგენს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაცვალების ბოლო შემთხვევა ზუგდიდში დაფიქსირდა.

„მოხდა სამწუხარო შემთხვევა, გარდაცვლილია 41 მამაკაცი. H1N1-ის ეს შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურებულია. გვაქვს ინფორმაცია, რომ სამწუხაროდ, საავადმყოფოს დაგვიანებით მიმართა - კლინიკაში გრიპის დაწყებიდან მე-6 დღეს შევიდა. ჰქონდა ერთ-ერთი ქრონიკული დაავადება, თუმცა ამაზე კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ”,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ბოლო მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე გრიპის ვირუსით ავადობა 253-ია, რომლის უმეტესობა H1N1-ია ანუ ე.წ ღორის გრიპია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები