ცეცხლმოკიდებული გემი შავ ზღვაში - გარდაცვლილია 11 ადამიანი
თერთმეტი ადამიანი დაიღუპა და 14-ის გადარჩენა მოხერხდა ქერჩის სრუტეში ორ გემზე მომხდარი ხანძრის შედეგად. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" "რუსმორრეჩფლოტზე" დაყრდნობით იუწყება.

სავარაუდოდ, ხანძრის გაჩენა ბორტიდან ბორტზე საწვავის გადაცემას უკავშირდება. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ქერჩის სრუტეში ორი გემი - "ქენდი" და "მაესტრო" იწვის. არსებული მონაცემებით, ორივე გემი ტანზანიის დროშით არის. ერთზე - 14, მეორეზე კი 17 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი ინდოეთისა დაა თურქეთის მოქალაქეა.

წყარო: palitravideo.ge

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები