საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიხეილ დილიმაშვილი უხელმძღვანელებს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსად მიხეილ დილიმაშვილი დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ თავად მიხეილ დილიმაშვილმა დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, საქმიანობას დღეს ან ხვალ ოფიციალურად შეუდგება.

მიხეილ დილიმაშვილი აქამდე აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

შეგახსენებთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თემურ კუპატაძემ თანამდებობა დატოვა. მან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

Print